გერმანულ საინფორმაციო პორტალ www.mdr.de – ს ერთ-ერთი ჟურნალისტი “კაზანტიპის” პრეზიდენტს ნიკიტა მარშუნოკს ფესტივალის ანაკლიაში გამართვის გადაწყვეტილებას უწუნებს,- ჟურნალისტი კითხვას ასე სვამს: ,,რატომ საქართველოს ერთ-ერთი სოფელი ანაკლია და არა სხვა განვითარებული ქვეყნის ქალაქის სანაპირო ზონა?”
ნიკიტა პირველი კი პასუხობს: “- ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა შეთავაზებები გვექნება და ”კაზანტიპი” სხვაგანაც ჩატარდება. ჩვენ გადავწყვიტეთ, ახლა ეს რესპუბლიკა დროებით საქართველოში გადმოგვეტანა. რატომ? საქართველო არის ძალიან თანამედროვე ქვეყანა, რომელსაც აქვს შესანიშნავი კლიმატი, ინვესტიციების სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და ბევრად უფრო დაცულ გარემოს. ქვეყანა სთავაზობს კარგ საფუძველს ნებისმიერ ბიზნესს. სანაპირო ზოლი კი აღჭურვილია ევროპული დონის ინფრასტრუქტურითა და დიდი საცეკვაო ადგილებით… ასევე აქ არის დარგული 600 პალმა… ულამაზესი სანახაობაა…”
შეგიძლიათ იხილოთ ინტერვიუ ბოლომდე… (გერმანულ ენაზე) ლინკი: http://www.mdr.de/heute-im-osten/die-perfekteste-republik-der-welt100.html