კაზანტიპის სტუმრების პირველი ემოციები


“კაზანტიპის” სტუმრებმა პირველი ემოციები ქართველ ჟურნალისტებს გაუზიარეს.  “უკვე მეხუთედ ვარ “კაზანტიპზე”, მაგრამ საქართველოში პირველად. ძალიან საინტერესოა, ახალი შთაბეჭდილებების მოლოდინში ვარ. უკვე ძალიან მომწონს რასაც ვხედავ და ვფიქრობ, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლიs“კაზანტიპი” არის პოზიტივი და სამყარო, სადაც შეგიძლია სხვა რეალობაში იცხოვრო”.  “რესპუბლიკა კაზანტიპში” ჩასასვლელად 21465 ქართველი და უკრაინელი გოგონა დარეგისტრირდა. უკვე ცნობილია ფესტივალის პროგრამაც, რომელიც სტარტს დღეს, 21:00-ზე აიღებს. ელექტრონული მუსიკის ფესტივალში მონაწილეობას როგორც უცხოელი, ისე ქართველი შემსრულებლები მიიღებენ.“საქართველოში პირველად ვარ. ძალიან მომწონს. ხალხი ძალიან თბილია და საინტერესო ემოციები აქვთ. ამას ემატება კარგი მუსიკა და გართობა. სხვა რა არის საჭირო კარგი დასვენებისთვის. ამინდიც არაჩვეულებრივია”. “მიხარია, რომ წელს საქართველოში ტარდება. ხალხი აქ ძალიან სტუმართმოყვარეა. კაზანტიპის ტერიტორია ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს”.


რაც შეეხება 10 დღის განმავლობაში დაგეგმილ ძირითად დღესასწაულებს, 20, 21, 22 აგვისტოს გაიმართება “ახალმოსახლეობა”, 20, 22, 26, 30 აგვისტოს – “ბუშტების დღე” (რესპუბლიკის მოსახლეობა, ყველა სათითაოდ ბუშტზე აწერს თავის სურვილს და მზის ჩასვლისას ჰაერში უშვებს), 24-29 აგვისტოს – “ნანო ფილმების ფესტივალი”, ხოლო 30 აგვისტოს – “ფინალური აპოფეოზი”.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!