ნატა სოსელია: “არ შეგეშინდეთ, დაიცავით ვირუსთან ბრძოლის რეკომენდებული წესები”


  • ორი წელი შესრულდა, რაც ზუგდიდელი ნატა სოსელია იტალიაში ცხოვრობს. უკვე ისწავლა ენა და აქვს სამომავლო გეგმებიც,-სწავლის გაგრძელება და ბევრი მოგზაურობა უნდა. გაზაფხულზე ორი თვით აპირებდა სამშობლოში ჩამოსვლას, მაგრამ… ამ დილით გაიგო, რომ ქვეყანა “წითელ ზონად” გამოცხადდა და მთელ ქვეყანაში კარანტინია.

შესაბამისად, 3 აპრილამდე დაიხურა ყველა ხალხმრავალი ადგილი სკოლების, ბაღების, უნივერსიტეტების, კულტურული დაწესებულებების ჩათვლით, ამიტომ მისი ფრენაც გადაიდება და ადვილი შესაძლებელია ამ გაზაფხულზე საერთოდ ვერ მოახერხოს სამშობლოში ჩამოსვლა და მონატრებული ახლობლების ნახვა. ჩვენთან საუბარში, ნატა ამბობს, რომ არ ეშინია ვირუსის, რადგან ნეაპოლში, სადაც ცხოვრობს, მოსახლეობა აბსოლუტურად მშვიდადაა. ვერც მიხვდები, რომ რისკის მომენტები იზრდება. ამ რისკს ის ფაქტორიც ზრდის, რომ ქალაქი, როგორც ნატამ აღნიშნა, სავსეა ემიგრანტებით. ასეთი გარემოს გამო, სიფრთხილეს იჩენს და ითვალისწინებს ვირუსთან ბრძოლის ყველა რეკომენდაციას. ხუთშაბათობით და კვირაობით, ნატა, ქართველებს ხვდება. ძირითადად, მათგან იღებს ინფორმაციას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საუბრობენ იმაზე, რომ კორონავირუსი სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ეკონომიკას, მეტიც მსოფლიო კრიზისს ელოდებიან. მიუხედავად ამისა, საუბრობენ ერთმანეთის წარმატებაზე, პრობლემებზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ერთმანეთს აზლიერებენ. ნატა ამბობს, რომ კორონავისრუსთან მიმართებაში იტალიაში მცხოვრები ქართველებიც საკმაოდ მხნედ არიან.
ულამაზეს ნეაპოლში, როგორც მას ნატა უწოდებს, ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე, 15 მარტამდე დაიხურა სკოლები, ბაღები, უნივერსიტეტები, გაუქმდა კინოს და თეატრის სეანსები, მაგრამ ეს პროცესი, დღეიდან, გახანგრძლივდა 3 აპრილამდე.
ნატა ამბობს, რომ როცა საფრთხეს გრძნობს, ნეაპოლის ქართულ ეკლესიაში მიდის სალოცავად. მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის წინამძღვარი მამა გაბრიელი (ღურწკაია) ზუგდიდელია და უფრო იმედიანადაა თანამემამულე მოძღვართან.
ნატამ იცის, რომ საქართველოში ჩამოსვლა ამ პერიოდში თუ მოახერხა, თვითიზოლაციაში მოუწევს ყოფნა. გამომგზავრებამდე ლაბორატორიული შემოწმების გავლასაც გეგმავდა, თუმცა ახლა ორჭოფობს, ამ ეტაპზე, წამოვიდეს სამშობლოში თუ დარჩეს იქ, სადაც არის. “აქ სიმშვიდეა, ადამიანების თვითშეგნება მაღალია. თუ კარანტინია, იციან, რომ უნდა დაემორჩილონ. თქვენც იყავით მშვიდად და იქონიეთ ღვთის იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე აქ არ მეშინია, ნუ გეშინიათ თქვენც”-გვითხრა ნატამ და შეგვპირდა, რომ ზუგდიდში დაბრუნებული აუცილებლად მოგვიკითხავს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!