შეიძლება თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებზე კონტროლის გამკაცრება გახდეს საჭირო


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ზუგდიდში, ამ წუთებისთვის, ცხრა პირი იმყოფება თვითიზოლაციაში.

ნანა ოდიშარია: “ამჟამად, თვითიზოლაციაში არის 9 ადამიანი, რომელსაც ვაკვირდებით. როგორც იცით, მათ შორის ერთი არის თბილისში. თვითიზოლაციაში მყოფ პირებზე შეინიშნება დარღვევების შემთხვევები, რაც ჩვენ ოპერატიულად ვაცნობეთ შესაბამისს სამსახურს. თუ ისინი კიდევ ერთხელ დაარღვევენ თვითიზოლაციის წესებს, გადავიყვანთ საკარანტინო ზონაში. მინდა გითხრათ, რომ ყველა მათგანი ჯანმრთელია. ტემპერატურას იზომავენ. მათთან, ყველასთან, უკვე გვქონდა საოჯახო ვიზიტი”.

პ.ს. “ზუგდიდელებს” ამ ინფორმაციის მომზადებისას სარწმუნო წყარომ აცნობა, რომ ერთ-ერთი თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე ქალაქში გადაადგილდებოდა. ხომ არ არის საჭირო თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებზე დაკვირების უფრო გამკაცრება?

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!