- “ნანაში ნინა” ასე დაარქვეს დედის დღისადმი მიძღვნლ ღონისძიებას, რომელიც ააიპ. ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის მეორე საქალაქო ფილიალში დღეს გაიმართა.
ფილიალის მკითხველებმა ზუგდიდელი მწერლები: ნონა ჯანაშია და სოფიო მიქავა საზოგადოებას წარუდგინეს. წაიკითხეს ლექსები მათი შემოქმედებიდან, რომელიც მწერლებმა დედას მიუძღვნეს.
დედას უმღერეს მეორე საქალაქო ფილიალის ფოლკლოლურმა გუნდმა. ლექსები საკუთარი შემოქმედებიდან წაიკითხეს მოწვეულმა მწერლებმა.
მკითხველებს, პოეტებს და სტუმრებს დედის დღე მიულოცა და ამ დღის დაარსების ავტორზე საქართველოს პირველ პრეზიდენტზე ზვიად გამსახურდიას წვლილზე და 3 მარტის, დედის დღის საზეიმო თარიღად გამოცხადებაზე ისაუბრა ააიპ. ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ. ბიბლიოთეკების მართვის ცენტრმა მეორე საქალაქო ფილიალიში წელიწადის ყველაზე ლამაზი დრო, გაზაფხულის დადგომა დედის დღის ზეიმით დაიწყო.