ზვიად სიჭინავას საჩუქარი მშობლიური სკოლის მოსწავლეებს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია ხუფაცარია, თავის პირად ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, სადაც საუბარია იმ საჩუქარზე, რომელიც ბიზნესმენმა და ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა ზვიად სიჭინავამ გაუკეთა მშობლიური სკოლის აღსაზრდელებს:

“ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი, გრანდიოზული შემოთავაზება ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის საცუროა აუზი CLUB 407 – ისგან. ბატონი ზვიად სიჭინავა, რომელიც გახლავთ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს, სასწავლო წლის ბოლომდე, კვირაში ორჯერ, ორშაბათი-ხუთშაბათი, სამშაბათი- პარასკევი, დილის 9 საათიდან 13 საათამდე, სკოლასთან შეთანხმებული გრაფიკით, აუზის მომსახურეობას უფასოდ!
გაითვალისწინეთ, პირველი ცვლის მოსწავლეებს ამ გრაფიკით შეუძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ არდადეგებზე.
მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს სკოლაში 4, 5 მარტს, 12 საათიდან 15 საათამდე.
მეორე ცვლის მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ საჩუქრით სასწავლო წლის ბოლომდე.
ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზვიადს საკუთარი სკოლის მოსწავლეთა სიყვარულით სავსე საჩუქრისათვის!”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!