- ზუგდიდელმა ძალოსანმა ნათია გადელიამ, საუდის არაბეთში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან 85/88/91 კილოგრამი დაძლია.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ძალოსანმა საქართველოს რეკორდის გაუმჯობესებაც შეძლო, რომელიც მასვე ეკუთვნოდა. გადელიამ პოლონეთში დამყარებული რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.
შეჯიბრი რამდენიმე წუთში აკვრაში დაიწყება.