- სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიის ღმრთისმშობლის ტაძრადმიყვანების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი დავით გიგიბერია, დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში.
დღესვე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, აკურთხა ორსანტიის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი. წირვის დასრულების შემდეგ ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა,მრევლი დალოცა და მიულოცა ახალი ტაძრის კურთხევა.
ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ავრცელებს.