მუზეუმში საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა “მოგზაურობა დედამიწაზე” იწყება


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტრქტურულ მუზეუმში საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა “მოგზაურობა დედამიწაზე” იწყება.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი გათვალისწინებულია საბავშო ბაღის უფროსი ასაკის ჯგუფებისათვის და სკოლის მოსწავლეთათვის I-VI კლასის ჩათვლით.

პროგრამა მოიცავს მუზეუმის დათვალიერებას, პროგრამის თეორიულ ნაწილს, სადაც ბავშვები მოისმენენ ლექციას ჩვენი პლანეტის შესახებ. პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში, ბავშვები იმუშავებენ ფაზლებზე. ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი. პროგრამის ხანგრძლივობაა გახლავთ 60 წუთი. პროგრამის ღირებულება 7 ლარია (პედაგოგი ესწრება უფასოდ).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × three =

Akismet ანტისპამი