- დღეს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში გაიხსნა გამოფენა -“გადარჩენილი ტრადიციები”.
უფლისწულ ნიკო დადიანის სამეჯლისო დარბაზში გამოფენილი იყო ბროლ-ფაიფურის ჭურჭლის ნაკრები, რომელიც XIX საუკუნეს განეკუთვნება და გამოირჩევა შესრულების მაღალი ხარისხით, ტექნოლოგიებით, დახვეწილი მრავალფეროვანი ორნამენტებით, დამღებით, გერბები და მონოგრამებით.
გამოფენაში წარმოდგენილი იყო უნიკალური სხვადასხვა სარიტუალო დანიშნულების ნივთები, მათ შორის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული, რომლებსაც დადიანები სუფრის გასალამაზებლად იყენებდნენ.
გამოფენა გაგრძელდება 27 ივნისამდე.
.