ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მიმდინარეობს წიგნების გამოფენა-გაყიდვა “მოიზღვავე წიგნები”. გამოფენაზე წიგნები 40-60%-იანი ფასდაკლებით იყიდება. დღევანდელ აქციაში 11 წამყვანი ქართული გამომცემლობა ღებულობს მონაწილეობას. “დღეს, მთელი დღის განმავლობაში, 11 დან 19 საათამდე, მკითხველს საშუალება აქვს, რომ შეიძინოს სხვადასხვა გამომცემლის მიერ გამოცემული მრავალფეროვანი ლიტერატურა. მხატვრული პროზა, ახალი თარგმანები, ბესტსელერები, საბავშვო და კულინარიული ლიტერატურა განსაკუთრებული ფასდაკლებით. ველოდებით, მთელი დღის განმავლობაში მკითხველს. ძალიან ხშირად გვეუბნებიან იმის შესახებ, რომ ვერ ვახერხებთ თბილისში წიგნის ფესტივალზე წამოსვლას და დიდი ფასდაკლებით წიგნის შეძენას, სადისტრიბუციო კომპანია “ირიათონმა” ეს ფორმა მოიფიქრა “მოიზღვავე წიგნები”, რომლის ფარგლებში ერთი, ან ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ქალაქში, წინასწარ განსაზღვრულ ადგილას იმართება გამოფენა-გაყიდვები და დღესაც გელოდებით ყველას.”- გვითხრა ღონისძიების ორგანიზატორმა ზვიად კვარაცხელიამ.
ზვიად კვარაცხელიას ინფორმაციით, ზუგდიდში სადისტრიბუციო კომპანია “ირიათონი” მესამედ ატარებს ღონისძიებას.
პროექტის „მოიზღვავე წიგნები“ ფარგლებში, წიგნების გამოფენა-გაყიდვა უკვე გაიმართა საქართველოს ბევრ ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, რუსთავში, ბორჯომში, სურამში, ხაშურში.
გამოფენის მხარდამჭერია ქალაქ ზუგდიდის მერია.