უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა წარმატებები ძიუდოში


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი”-ს ოლიმპიური განყოფილების ძიუდოისტთა ნაკრებმა, 9-10 ივლისს, მონაწილეობა მიიღო ბათუმში ჩატარებულ ფეიქრიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირში უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

წლოვანებისა და წონითი კატეგორიების მიხედვით გამოვლინდნენ ზუგდიდელი გამარჯვებულები და პრიზიორები: გოგონათა შორის 44 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა ანანო მორგოშიამ. 38 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა ლუკა კუტალიამ. მესამე ადგილებზე გავიდნენ 29 კილოგრამ წონით კატეგორიაში – საბა მალიჩავა, 42 კილოგრამ წონით კატეგორიაში – საბა ჯიქია და სამოცს პლიუს წონით კატეგორიაში საბა გვილავა.meore

გუნდის მწვრთნელები არიან: მერაბ ჯიქია, მერაბ ფიფია და ნუკრი ღვინჯილია.