- ზუგდიდელი, 21 წლის მირანდა ხუბულავა სამხატვრო სტუდიის პირველი კურსის სტუდენტია და დაახლოებით 2-3 წელია თავისთვის ხელნაკეთობებს ქმნის, თუმცა, ამ ბოლო დროს, გადაწყვიტა მისი შემოქმედება გაეზიარებინა საზოგადოებისთვისაც.
-მახსოვს, იუთუბზე წავაწყდი საინტერესო ვიდეოს, რამაც გადამაწყვეტინა, რომ მეც მეცადა მსგავსი რამის გაკეთება. ეს იყო ყვავილები, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ჭიქიდან იყრებოდა. ვფიქრობ, გამომივიდა.
-აქსესუარებზე თუ მუშაობ?
-უმეტესად სუვენირებზე ვმუშაობ, თუმცა ჩემს ნამუშევრებს შორის არის სხვადასხვა ნივთები: საყურეები, ყელსაბამები… მინდა, ჩემი ჰობი ბიზნესსაქმიანობად ვაქციო და იმედი მაქვს გამომივა.
-რამდენი ხანი მუშაობ ერთ ნამუშევარზე და ვინმე თუ გეხმარება?
-დაახლოებით 3-4 საათი ვმუშაობ, თუმცა ნამუშევარსაც გააჩნია. შემიძლია, მთელი დღე დავუთმო, სხვადასხვა ნაკეთობის შექმნას. მინდა გითხრათ, ყველაფერს ჩემით ვაკეთებ, დახმარების გარეშე და ეს პროცესი არასდროს არ მღლის. პირიქით, მუშაობის მიმდინარეობა სიამოვნებას მანიჭებს.
-ვინ არის შენი ნამუშევრების შემფასებელი?
– ოჯახის წევრები: დედა, მამა და-ძმა, შემდეგ ნათესავები და ახლა, უკვე სრულიად უცნობი ხალხი, რომლებიც მეუბნებიან, რომ ძალიან მოსწონთ ჩემი ნახელავი. მინდა გითხრათ, რომ ისინი მოტივაციას და ძალას მმატებენ.
-ალბათ, საახალწლო შეკვეთებზე მუშაობ?
-დიახ. გუშინ, დავასრულე შეკვეთების ერთი ნაწილი. მზად ვარ, ახალი შეკვეთები ავიღო.
-ფასებს რაც შეეხება, მიზერული და ხელისაწვდომია.
-სხვადასხვა ღონისძიებაზე შენი ნაკეთობები თუ გამოგაქვს?
-სამწუხაროდ, არა. სამომავლოდ, ვაპირებ, ჩემი ნამუშევრების გაცნობას საზოგადოებისთვის.