დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, გაიმართა პოეტ მიმოზა ცანავას შემოქმედებითი საღამო და ავტობიოგრაფიული მონო- სპექტაკლი „დამსხვრეული ყავარჯენი“. პოეტმა მისი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი მეგრულადაც წაიკითხა, რასაც დარბაზიდან მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა.
პოეტის დღევანდელ საღამოს ულამაზებდნენ ადგილობრივი შემსრულებლები. მიმოზა ცანავას საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ მისი მეგობრები, რომლებმაც პოეტს ზედმეტ სახელად „ქალი ლეგენდა“ უწოდეს. პოეტის მეგობარმა ვაჟა ფიფიამ შეკრებილ საზოგადოებას უთხრა, რომ მას პოეტის შემოქმედება წაკითული ჰქონდა, მაგრამ პოეტის წაკითხულმა „მონუსხა“. „მე თანავუგრძნობ იმ ზუგდიდელებს, ვინც დღეს არ ესწრება ამ ღონისძიებას. მათ ბევრი დააკლდათ. მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ მობრძანებისათვის. ჩვენ ბევრი ურთიერთობა გვაკავშირებს, მე თვაწინ დამიდგა თქვენი სიყვარილის ისტორია, მე მომსწრე ვარ ამის და ისიც მინდა გითხრათ, რომ არა ჩვენი არჩილი, შენ ალბათ ზუგდიდის სიყვარული არ გექნებოდა, არ გეყოლებოდა შვილი და ლამაზი შვილიშვილი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა არჩილის სულს ამისათვის. მე გთხოვთ შეინდოთ და აპატიოთ ყველაფერი“.
პოეტის ერთ- ერთმა მეგობარმა ინეზა მურღულიამ თქვა, რომ დღევანდელი დღე არის სამახსოვრო მოსაგონარი ჩვენს ცხოვრებაში. „როდესაც თბილისში ვესწრები ქალბატონ მიმოზას საღამოს, ხშირად მეუბნებიან თქვენ თუ იცით ზუგდიდელებმა ვინ გყავთ მიმოზა ცანავას სახით, ბოლომდე თუ აცნობიერებთ, ვინ არის ეს ქალბატონი. მე ვპასუხობ – ვიცი, მაგრამ ბოლომდე ჩემგან დაეწყებული ვერ ვაცნობიერებთ. თქვენ, მართლა ქალი ლეგენდა მგონიხართ. ქალბატონო მიმოზა, მე ვერ ვხედავ თქვენ ყავარჯენს. თქვენ ჩემთვის მოდელიც და მსახიობიც ხართ“.
ზუგდიდის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ პოეტს მიმართა და უთხრა, რომ მას საკუთარი ქალაქი დიდი სიყვარულით ელოდა. „და ეს სიყვარული ვფიქრობ, დაამტკიცა იმ ხალხმა, ვინც დღეს აქ მოვიდა. ჩვენი სიყვარული ბევრ წელს ითვლის, ზუგდიდს ძალიან უყვარხართ. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც წერთ ტკივილზე, მაგრამ ხართ ძალიან ძლიერი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია მეგობრობა, გატანა, თანადგომა და ამას ყოველთვის ამტკიცებთ თქვენი საქმიანობით. თქვენ უყვარხართ ხალხს. გვეიმედებით და გვჯერა, რომ თქვენ კვლავაც ასეთი ეშხით დაწერთ ოდაბადეზე, საქართველოზე, აფხაზეთზე ლექსებს“
პოეტმა „ზუგდიდელებს“ უთხრა, რომ დღევანდელი დღე მისთვის განსაკუთრებული იყო. “ზუგდიდი ჩემთვის ყველაფერია, ჩემი სუნთქვაა, სიცოცხლეა. ერთი დღეც არ მიცოცხლია ზუგდიდის გარეშე. მე ვარ ძირძველი ზუგდიდელი და მუდამ დავრჩები ზუგდიდელად“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=r2eMXSWzPW8[/embedyt]
აუდიტორიას ძალიან გაუჭირდა საყვარელ პოეტთან განშორება.