ქალაქ ზუგდიდის მერია განმარტავს


მოქალაქეებისა და ენმ-ს წევრების მიერ, გუშინ, ქალაქში გაკრული პლაკატების შესახებ, ქალაქ ზუგდიდის მერია განმარტავს:  “მიუხედავად იმისა,  რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური პერიოდულად ახორციელებს ქალაქის იერ სახეზე ზრუნვას, შეუსაბამო ადგილებსა და ობიექტებზე სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სარეკლამო განცხადებებისა და პლაკატებისაგან გაწმენდას.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ცალკეულ ადგილებში მდებარე გარე განათების ბოძებზე და სხვა ობიექტებზე, დღეის მდგომარეობით კვლავ თვითნებურად არის განთავსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კომერციული და სხვადასხვა თემატიკის ინფორმაციების მატარებელი პლაკატები. ქალაქ ზუგდიდის მერია ამ ეტაპისათვის იღებს ვალდებულებას, ჩამოხსნას ზემო აღნიშნული სააგიტაციო თუ სხვა სახის სარეკლამო პლაკატები და აფრთხილებს ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა თუ საარჩევნო სუბიექტებს, რომ ქალაქის იერსახის დამახინჯების შემთხვევაში, დამრღვევის მიმართ გაატარებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციებს”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!