მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, კენიის, რუსეთის, ნიგერიის, ერაყის, კუბის, ლიბანის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომალის და  სხვა სახელმწიფოების – ჯამში 84 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

12 + five =

Akismet ანტისპამი