- მეწარმე დევნილებსა და ეკომიგრანტებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.
დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკისა და დანადგარების შესაძენად, 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდნენ.
30 გამარჯვებული კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა.
საგრანტო პროგრამის გამარჯვებულთა სია იხილეთ აქ