მეუფე გერასიმე: “კარგი იქნება თუ მთავრობა ამ დღეს უქმედ გამოაცხადებს”


ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის ხარების სახელობის ეკლესიაში წირვა ჩაატარა მეუფე გერასიმემ. მან მრევლი დალოცა და იქვე მთავრობის საყურადღებოდ განცხადებაც გააკეთა: ,,-კარგი იქნება თუ მთავრობა ამ დღეს უქმედ გამოაცხადებს და ხალხს ეკლესიაში მისვლის საშუალება მიეცემა”,- განაცხადა მეუფემ. 

სადღესასწაულო წირვაზევე, მეუფე გერასიმემ ნარაზენის ხარების სახელობის ეკლესიის მღვდელი მამა ბესარიონ (ცინდელიანი), სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დეკანოზად აკურთხა და ოქროს ჯვრის ტარების უფლება მისცა. დეკანოზს სოციალური ქსელით უკვე მიულოცა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ და წარმატებები უსურვა. ხარების დღესასწაული ყოველ წელს 7 აპრილს აღინიშნება და მართლმადიდებელი მრევლისთვის ეს დღე ხსნილია თევზით.

გიგა ბენია

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!