ამ წუთებში, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ “ზუგდიდიელები.გე”-ს აცნობა, რომ ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საკვები პროდუქტებით ასაჩუქრებს შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებს:
უფასო სასადილო (230 სოც. დაუცველი მოქ.), სოციალური საცხოვრისი (15 სოც. დაუცველი ოჯახი), დედ-მამით ობოლი 16 ბავშვი, მეორე მსოფლიო ომის 20 ვეტერანი და განსაკუთრებით შეჭირვებული რამდენიმე ოჯახი (სულ 300 ოჯახი). თითოეულ პაკეტში გათვალისწინებულია: შესქელებული რძე-2 ქილა; შაქარი-2 კგ; კარაქი-2 ც; ქათამი-1 ც; ფქვილი-2 კგ; ზეთი-1 ლ; კარამელი ხილის-1 კგ; თაფლი – 0,5 ლ; შოკოლადის კანფეტი-1 კგ; ლიმონათი-2 ლ; ბურღულეული-2 პაკეტი; ბრინჯი-1 პაკეტი; ჰარმონია -1ც; კვერცხი-10.