დღეს, ქალაქ ზუგდიდის მერიამ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 23 წარმატებული ქალბატონი დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიალი მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში შედგა. წარმატებულ ქალბატონებს ყვავილები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელემა ზამირა ღადუამ განმარტა, რომ ქალბატონებთან მსგავსი შეხვედრა მესამედ ტარდება. „ეს ადამიანები წარმატებულები არიან თავინათ საქმეში, ძველი თაობა, რომელიც ჩვენ დავაჯილდოვეთ, მაგალითი უნდა იყოს ახალი თაობისთვის. ახალგაზრდებს სტიმული უნდა მივცეთ ცხოვრებაში’’- განაცხადა ღადუამ ჟურნალისტებთან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ZRoiFKZIQho[/embedyt]
წარმატებულ ქალბატონებს შორის ერთ-ერთი, პედაგოგი მზია მგალობლიშვილი თითქმის 50 წელიწადია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=pyrRr58rFG0[/embedyt]