სასამართლო დაკითხავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებს


დღეს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებული მოქალაქის კახა კვარაცხელიას წინა მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. მოსამართლე ლაურა მიქავას გადაწყვეტილებით, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით და მხარეების თანხმობით, გააერთიანა კახა კვარაცხელიას და სოფლებში გამგებლების წარმოადგენელთა საქმეები, რომლის განხილვა 17 მარტს ჩაინიშნა.

სასამართლოს მომავალ სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხებიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-სატესტაციო კომისიის წევრები: ლაშა გოგია, მაიზერ ნანავა, ბაკურ კვენეტაძე, მამუკა წოწერია, ბესიკ ჭეჟია, მურმან ნაჭყებია და ლავრენტი ალანია. მოსამართლემ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის იურისტის მირზა მამულაძის შუამდგომლობა, გამგებლის ყოფილი მოადგილის გურგენ სართანიას დაკითხვასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გურგენ სართანია სასამართლოს მიაწვდის მნიშვნელოვან და ღირებულ ინფორმაციას კახა კვარაცხელიას გათავისუფლებული რეალური მოტივაციის შესახებ’’.-ამბობს მუმლაძე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=3vnDa0HwYXk[/embedyt]

მისი ინფორმაციით, კახა კვარაცხელიას განთავისუფლება სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით მოხდა. „საქმეში არსებობს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც იწვევს გონივრულ ეჭვს ს ობიექტური დამკვირვებლის თვალში ატესტაციის რეალური მიზნების შესახებ. დაუშვებელია ადამიანების დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით.’’-განაცხადა მამულაძემ ჟურნალისტებთან.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!