საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მოთხოვნით დეცენტრალიზაციის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით. საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მდივნად მერაბ ქვარაია დაინიშნა.
სამუშაო ჯგუფი მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიის დოკუმენტს განიხილავს. ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ფრაქციების წარმომადგენლები, ასევე იმ კომიტეტების წევრები, რომლებიც უშუალო კავშირში არიან თვითმმართველობებთან და რეგიონულ პოლიტიკასთან.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტი თვითმმართველობისთვის ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსური რესურსების გადაცემასა და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.