ინფორმაცია დევნილებისთვის


ზუგდიდში მყოფმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კი, დამატებით 240 ბინის მშენებლობა დაიწყება. მინისტრის მოადგილე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნგრევად და ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა. გრიგოლ გიორგაძე გამსახურდიას ქუჩაზე, საბავშვო ბაღების შენობებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებსაც შეხვდა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტრო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხს განიხილავს. გამოთავისუფლებული საცხოვრებელი ფართები კი ბაღების სარგებლობაში დაბრუნდება. სიცოცხლისა, ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ობიექტების დახურვა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტი ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ 2000-მდე დევნილ ოჯახს ბინა ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!