- უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს.
ვრცელდება ინფორმაცია, 6 დაღუპულისა და 12 დაჭრილის შესახებ.
“ხერსონი იბომბება, სავარაუდოდ „გრადებით“. დაახლოებით 20 აფეთქება იყო“, – დაწერა ხერსონის გუბერნატორმა.
ინფორმაციისთვის: უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონი რუსული ძალებისგან გასული წლის ნოებერში გაათავისუფლეს.