- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ფეისბუქგვერდი დაეთმო პოეზიის საღამოს- “მგონია, თითქოს მატიანეს ფურცლავს დრო-ჟამი”.
ფეისბუქმომხმარებლების წინაშე წარდგა უკრაინაში მოღვაწე, ცნობილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი რაულ ჩილაჩავა, რომელმაც ჩანაწერი სპეციალურად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მსმენელისთვის ჩაწერა.
შეხვედრის დასაწყისში, ბატონი რაული მაყურებელს მიესალმა და მისი შემოქმედებიდან რამდენიმე ქართული, ასევე მეგრული ლექსები წაიკითხა. “ამ იძულებითი შინჩაკეტილობისა და კარანტინის ჟამს, ვუსურვებ ყველა თქვენგანს გამძლეობას, სიმხნევეს და ამ კრიზისიდან ყოველგვარი დანაკარგის გარეშე გამოსვლას. სანამ შინ ვართ, თქვენის ნებართვით, მინდა წაგიკითხოთ ჩემი რამდენიმე ლექსი. მაინცდამაინც მხიარული ლექსები არ არის, მაგრამ პოეზიის მიზანი არცაა ადამიანების გამხიარულება, მისი მთავრი მიზანი არის ფიქრი, განცდა და თუ ეს ჩემი ლექსები, თქვენ ოდნავ მაინც დაგაბრუნებთ პოეზიის სამყაროში და შეგიქმნით თავისებურ განწყობილებას, ძალიან კმაყოფილი დავრჩები.”
დასასრულს, მან მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს და კიდევ ერთხელ, უსურვა ჯანმრთელობა და გამძლეობა.