ვირუსებისაგან თავდასაცავად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად 4 მარტივი წესის დაცვაა აუცილებელი:
მიირთვით თბილი სითხეები – დილა დაიწყეთ ერთი ჭიქა თბილი წყლის დალევით, კარგი იქნება თუ მას ლიმნის წვენს დაამატებთ. ეს აძლიერებს იმუნურ სისტემას, ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში, სასარგებლოა C ვიტამინის უხვად შემცველი სითხეები და ახალგაწურული წვენები, რაც მთავარია, უნდა მიირთვათ თბილი სითხეები, ჩაი და ბოსტნეულის წვნიანები.
ისეირნეთ სუფთა ჰაერზე – ზამთარში, უამინდობაშიც კი აუცილებელია სუფთა ჰაერზე სეირნობა. ორგანიზმი მხოლოდ ამ გზით იღებს (ღრუბლებით დაფარული მზისგანაც კი) ულტრაიისფერი სხივების სათანადო სარგებლობას. მოგეხსენებათ,
მზის სინათლეა პასუხისმგებელი D ვიტამინის გამომუშავებაზე, ვიტამინისა, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმუნიტეტის გაძლიერებაში.
შეინარჩუნეთ ჰიდრატაცია – წყალი უდიდეს როლს თამაშობს იმუნური პასუხების გენერირებაში. ორგანიზმს მუდმივად, წელიწადის დროზე დამოუკიდებლად, სჭირდება წყლის სათანადო მოცულობის მიღება. წყალი არის ყველა ინფექციის საპროფილაქტიკო საშუალება, გაუწყლოებული ორგანიზმი ვერ ებრძვის ინფექციებს. ამიტომაც
მარტივი წესი ვირუსებისაგან თავდასაცავად
