- დღეს, ზუგდიდში, ცხრა საათზე თავისუფლების მოედანზე, გაიმართება სოლიდარობის აქცია “მადლიერების ტაში”, რომელიც სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა.
“შემოგვიერთდით და ერთად ვუთხრათ მადლობა სამედიცინო პერსონალს, ჩვენს ჯანმრთელობაზე დაუღალავი ზრუნვისთვის. გამოვიდეთ აივნებზე, გავაღოთ ფანჯრები და ტაში დავუკრათ ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რადგანაც ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ”,-ნათქვამია განცხადებაში.