დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლაშა დამენიამ ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 ივნისის დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც, დამენიას თქმით, ფირმები განთავისუფლდნენ მოსაკრებლის გადასახადიდან პირველ სექტემბრამდე. უფრო ზუსტად, დანელიას განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტს დაუკარგა ნახევარი მილიონი ლარი. “ის ფირმები, რომლებიც დღეს აწარმოებენ ზუგდიდში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების საამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განთავისუფლებულ იქნა მოსაკრებლისაგან 40 მილიონიანი პროექტიდან.”-ამბობს ის.
ენმ ზუგდიდის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან ამბობს, „ეს ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, შეიძლება ეს თანხები მიმართული იყოს ამომრჩევლის მოსასყიდად, არჩევნების გასაყალბებლად, მაგრამ აქიდან მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“ “კოვზი ნაცარში ჩაგივარდებათ” 8 ოქტომბერს, ქართველი ხალხი „ ქართულ ოცნებას“ გაუშვებს პოლიტიკურ მოუსვლელში, ამ ხელისუფლებას არა აქვს არანაირი მორალური უფლება, იყოს საქართველოს სათავეში”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ZKgcWgfFZhY[/embedyt]
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ კომენტარზე უარი განაცხადა, მიზეზად კი არასამუშაო დღე დაასახელა.