ლაშა დამენია: ეს არჩევნები იყო უპრეცედენტო ზეწოლების არჩევნები


“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის რაიონული  ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა დამენია უკვე  პარლამენტარია, – ის პარტიამ საპარლამენტო სიის  გამსვლელ ნომრებში შეიყვანა და რიგით 22,  ამჯერად მესამედ გახდა პარლამენტარი. მიუხედავად ამისა, ლაშა დამენია ფიქრობს, რომ ჯერ ბრძოლა არ დამთავრებულა,– წინაა ხელმეორე არჩევნები ოლქის სამ უბანში და მეორე ტური ქალაქში, სავარაუდოდ თემშიც, რადგან მისი გათვლებით 22 ოქტომბერს დანიშნული განმეორებითი არჩევნები, პრაქტიკულად, ვერ შეცვლის იმ შედეგს რაც დღეს გვაქვს.

ლაშა დამენია “ზუგდიდელებთან” საუბარში ამბობს, რომ ეს არჩევნები იყო უპრეცედენტო  ზეწოლებით გამორჩეული. გამორჩეული კრიმინალური  გარიგებებით, ყუთის გატაცებით, სომხური კარუსელით. პროგნოზირებს, რომ ქვეყანას ძალიან გაუჭირდება იმ ხელისუფლების ხელში, ვინც კრიმინალებს ურიგდება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Sf41w5NaYuU[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!