კრემლი – უკრაინისთვის ტანკების გაგზავნა განიხილება როგორც აშშ-სა და ნატო-ს მხრიდან კონფლიქტში მზარდი პირდაპირი ჩართვა


  • კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინაში ტანკების გაგზავნას კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობად განიხილავს.

„არის მუდმივი განცხადებები ევროპის დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან, რომ უკრაინაში სხვადასხვა იარაღის სისტემების, მათ შორის ტანკების გაგზავნა არანაირად არ ნიშნავს ამ ქვეყნების ან ნატო-ს ჩართვას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამას. მოსკოვში იმ ყველაფერს, რაც მე ვახსენე რომ ახორციელებენ როგორც ალიანსი, ისე დედაქალაქები, აღიქმება, როგორც უშუალო მონაწილეობა კონფლიქტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჩართულობა იზრდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის Leopard-ისა და Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!