კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 686 – თბილისში, 487 – აჭარაში, 356 – იმერეთში დაფიქსირდა


  • უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა.

“აჭარის რეგიონში-487 შემთხვევა გვაქვს, იმერეთში- 356, ქვემო ქართლში-36, შიდა ქართლში-35, გურიაში -17, სამეგრელო-ზემო სვანეთში-69, კახეთში-24, მცხეთა -მთიანეთში-12, სამცხე ჯავახეთში-30, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7, თბილისში -686 ახალი შემთხვევა ფიქსირდება”,-განაცხადა ბერია სიჭინავამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × 1 =

Akismet ანტისპამი