- ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მედიას უთხრა რომ პაციენტი #1 -ის განმეორებითი ტესტირება “კოვიდ 19-ზე” უარყოფითი პასუხით იყო.
“პირველ პაციენტზე, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი 26 თებერვალს, მე-14 დღეს გაკეთდა ტესტირება და მაშინ მივიღეთ პასუხი მცირე კონცენტრაციით. ტესტირება გუშინაც განმეორდა და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით, პროტოკოლურად აუცილებელია, რომ 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ტესტირება და თუ მეორედაც უარყოფით პასუხს მვიიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია.”
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.