საქართველოში კორონავირუსის შიდაგავრცელება დაფიქსირდა


  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს დაფიქსირებულ 5 შემთხვევაში არის ე.წ მესამეული გადაცემა.

„გვაქვს ე.წ მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი. მესამეული და მეოთხეული გადაცემა როდესაც გვაქვს, სამწუხაროდ ეს ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის შემთხვევები გვაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 + 13 =

Akismet ანტისპამი