კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს, ვისთანაც დაავადების გართულების მაღალი რისკია მონოკლონური ანტისხეულებით უმკურნალებენ


  • კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს, ვისთანაც დაავადების გართულების მაღალი რისკია მონოკლონური ანტისხეულებით უმკურნალებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პრეპარატები ქვეყანას გერმანიისა და აშშ-ს მთავრობამ გადმოსცა. ორივე მედიკამენტი აღიარებულია აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) მიერ. სმაინისტროში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულები COVID-19-ის სამკურნალოდ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიდგომად ითვლება. მედიკამენტების გამოყენების ალგორითმი დღეს ჯანდაცვის სამინისტროში, კლინიკური საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს.

“ორი განსხვავებული პრეპარატია ხელმისაწვდომი, ერთი კასირივიმავი/იმდევიმაბი, რომელიც არის ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის. აღნიშნულ პრეპარატს მიიღებენ კლინიკები ვინც ჩართულია კოვიდის მართვაში. გაწერილია დეტალური მოხმარების ინსტრუქცია, ძირითადად ეს არის პაციენტები ვისაც პროგნოზულად აქვთ დამძიმების უფრო მაღალი რისკი სხვა პაციენტებთან შედარებით, მაგალითად 65 წლის მქონე პირები, ასევე პირები, რომელთაც აქვთ თანმხლები დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, ჰიპერტენზია, ან რაიმე სხვა თანხმლები დაავადება და ამასთანავე, საყურადღებოა მათი მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციის მომენტში. ასევე მეორე ჯგუფი – ბამლანივიმაბი/ეტესევიმაბი ნაჩვენებია შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის, დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე, ძირითადად ეს იქნება პაციენტი რომელსაც შესაძლოა სჭირდებოდეს მკურნალობა კოვიდ სასტუმროში, ან ბინაზე. ოჯახის ექიმები გააკეთებენ ამ პირების იდენტიფიცირებას, ვისაც ასაკის ან თანმხლები დაავადებების გამო მაღალი აქვს დამძიმების რისკი და შემდეგ მოხდება ამ პაციენტებისთვის, დაავადების ადრეულ ეტაპზე, ვიდრე იქნება მძიმე სურათი გამოხატული, მონოკლონების ადმინისტრიორება.“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!