- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 31 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს ახალ COVID 19-ზე, მათ შორის იყვნენ სენაკის ცხელების კლინიკის მედპერსონალი. ყველა გამოკვლეულ პაციენტზე უარყოფითი პასუხია მიღებული.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია აცხადებს, ხვალიდან მესტიის მუნიციპალიტეტიდან მიღებული 31 ბიოლოგიური მასალა იქნება გამოკვლეული PCR ტექნოლოგიით. მომავალი კვირიდან კი ლაბორატორია მთელი დატვირთვით იმუშავებს. “საბედნიეროდ ისევ კარგი ამბები გვაქვს და 31 გამოკვლეულ პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. COVID 19-ზე PCR კვლევები კვლავ გრძელდება და მომავალი კვირიდან ჩვენი ლაბორატორია სრული დატვირთვით იმუშავებს”-ამბობს ლელა ქაჯაია.