ჯანმო – მსოფლიოში COVID-19-ის საწინააღმდეგო 102 პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ


  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამჟამად მსოფლიოში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო 102 პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, რვა პოტენციური ვაქცინა კლინიკური ცდებისთვის უკვე დამტკიცებულია, მათგან ოთხზე – ჩინეთში, ერთზე – დიდ ბრიტანეთში, ერთზე – აშშ-ში, ერთზე კი – აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებში ერთობლივად მუშაობენ.

მერვე ახლად დამტკიცებული პოტენციური ვაქცინაც ჩინურია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაწყებულია თუ არა მასზე კლინიკური ცდები.

ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა პირველმა „ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტებმა“ 16 მარტს დაიწყო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!