კონსტანტინე გადილიას ხსოვნა


  • ბოლო შვიდი წელი უაღრესად ტკივილიანი აღმოჩნდა გადილიების ოჯახისათვის,- ბატონმა ანატოლიმ და ქალბატონმა ლეილამ დაკარგეს ერთადერთი ვაჟიშვილი, კონსტანტინე.

გადილიების ოჯახი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულია. 15 წელია ცხოვრობენ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში და თავიანთი კეთილი ხასიათებით შეაყვარეს თავი მეზობლებს. ის-ის იყო, სამი შვილის მშობლები შეეჩვივნენ თავიანთი ოდაბადეს დატოვებას და ჩვეული რიტმით აგრძელებდნენ ცხოვრებას ახალ სამყოფელში, მაგრამ ერთადერთი ვაჟიშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ოჯახს თავზარი დასცა და სიცოცხლის ხალისი დაუკარგა, ვერაფერმა  შეავსო კონსტანტინეს (კოტიკოს) უდროოდ წასვლით გამოწვეული სიცარიელე. ამაო გამოდგა ოჯახის, ნათესავების, ახლობლების, მეზობლების  მცდელობა შეემსუბუქებინათ ოჯახისთვის დიდი ტკვილი. თუმცა, თვით უფალმა იზრუნა დამწუხრებულ ოჯახზე, მშობლებს ნუგეშად მისცა შვილიშვილები, კოტიკოს ვაჟიშვილი და ქალიშვილი. ცხოვრება გაგრძელდა-გადელიები არაფერს იშურებენ შვილიშვილების: მეათეკლასელი ნიკუშას და მერვეკლასელი ნინოს კარგი აღზრდისთვის.  

 რაც დრო გადის, მშობლებს უსაზღვრო მონატრება აქვთ აწგარდაცვლილ ვაჟიშვილთან. კოტიკოს დები: მაია და ნონა, თავიანთი ოჯახებით, ხშირად სტუმრობენ მშობლებს და ერთად მიდიან ძმის სასაფლაოზე სანთლების ასანთებად.

24 ოქტომბერს კოტიკოს დაბადების დღეა, ამ დღეს, მის საფლავზე, ტრადიციულად, ხალმრავლობაა. ტრადიციულად, ხალხმრავლობა იქნება დღესაც,  29 მარტს. დღეს შვიდი წელი სრულდება, რაც კოტიკო აღარ არის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!