მარტის თვე სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში მრავალფეროვანი აქტივობით გამოირჩევა


  • მარტის თვე სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში განსაკუთრებული სიფერადის, სიხარულის, მრავალფეროვანი აქტივობების თვეა.

ამ თვეს გაზაფხულის სურნელი განსაკუთრებით იგრძნობა. აფეთქებული კვირტები და ამაღლებული განწყობა დედის დღეს განსაკუთრებით ლამაზს ხდის. ამ თვეს, კიდევ ერთხელ ვახსენებთ აღსაზრდელებს, მშობლებს, საზოგადოებას, რომ ჩვენი პატარები თავიდანვე, ამ ასაკში სწავლობენ, რომ ქრომოსომებს კი არა, მეგობრებს უნდა ვითვლიდეთ! რომ გარემოზე ზრუნვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი გვაკეთილშობილებს და გვაკაჟებს! რომ პატარა, თბილი ხელებით შექმნილი ნაკეთობები დედებისთვის ყველაზე დიდი, ფასდაუდები საჩუქარია.

ხათუნა თოლორაია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი: “საგაზაფხულო აქტივობები თანამედროვე მიდგომების, მეთოდოლოგიის გათვალისწინებით განხორციელდა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებულ ბაღებში. პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ცენტრის მეთოდისტები, ყველა რგოლის წარმომადგენლები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი აღსაზრდელების მშობლები“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!