24 ივნისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სულ დაფინანსდა 58 მოქალაქე, თანხამ შეადგინა 16 250 ლარი. აქედან ტომოგრაფიული გამოკვლევა დაუფინანსდა 3 მოქალაქეს, ოპერაციის თანადაფინანსება გაეწია 1 მოქალაქეს, ძვირადღირებული მედიკამენტებით და სამედიცინო მომსახურეობით დაფინანსდა 54 მოქალაქე.
ახალი დებულების თანახმად ფინანსური დახმარება გაეწია “C” ჰეპატიტის დიაგნოსტიკისათვის იმ პირებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ღირებულების 30%–ით, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლისთვის –70%-ით. შემოსული 57 განცხადებიდან მხოლოდ ერთი მოქალაქის მოთხოვნა გახლდათ “C” ჰეპატიტის დიაგნოსტიკაზე, რომელიც დაფინანსებულ იქნა.
მოგახსენებთ, რომ 2015 წლისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილ) პირთა სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის N35 განკარგულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს დაფინანსდეს დიაგნოსტიკის დადგენილი ღირებულების 30 %-ით. ყველა სხვა მოსარგებლისთვის -70%. მაქსიმალური ლიმიტი- 500 (ხუთასი) ლარი“.