ზუგდიდი სუფთა ქალაქი უნდა იყოს


 რას ამბობენ, რა მოსწონთ, რა შენიშვნები აქვთ ზუგდიდელებს  „ზუგდიდდასუფთავების“ სმასახურის მიმართ ამ კითხვებით მივმართეთ რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებს, ასევე დევნილებს, რომლებიც ახალ ჩასახლებაში ცხოვრობენ.ციური ჭითაშვილი, 55 წლის, დიასახლისი, კავკასიონის ქუჩის მცხოვრები: _ „ჩვენს ქუჩაში ორი ურნა დგას, „ზუგდიდდასუფთავების~ მომსახურეობით უკმაყოფილო არ ვართ, დროულად მოდიან და გააქვთ ნაგავი“.
ბეჟან თოდუა, 47 წლის, უმუშევარი, ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრები: _ „ჩვენს ქუჩაზე ლამპიონები არ არის, მოუწესრიგებელია გზა და საკანალიზაციო სისტემები. ადრე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნა იყო დადგმული, მაგრამ ზოგიერთმა მოსახლემ არ მოისურვა საკუთარი სახლის წინ ამ ურნის დადგმა, ამის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას და ქუჩიდან გაიტანეს ურნა, ახლა მიმდებარე ქუჩაზე გაგვაქს ნაგავი“.
ნაზი მესხია, 65 წლის, დიასახლსი, დეკაბრისტების ქუჩის მცხოვრები: _ „ნაგვის ურნა ჩვენი სახლის წინ დგას, მოსახლეობას ნაგვით სავსე პარკები სხვადასხვა ქუჩებიდან მოაქვს, ურნა ივსება და საშინელი სუნი დგება. „ზუგდიდდაუსფთავების~ მანქანა კვირაში ერთხელ გვემსაუხრება, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ საკმარისი არაა. პირადად ჩემთვის უკეთესია, ნაგვის ურნა გაიტანონ და „ზუგდიდდასუფთავება“ „კარდაკარის“ პრინციპით მოგვემსახუროს~.
მურთაზ ზუხბაია, 59 წლის, აგრონომი, ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრები: _ „ჩვენს ქუჩას „ზუგდიდდასუფთავება“ კვირაში ერთხელ ემსახურება, ყოველ პარასკევს, მოდიან და ნაგავი გააქვთ. სასურველი იქნებოდა „ზუგდიდდასუფთავების“ თანამშრომლები კვირაში ორჯერ მოსულიყვნენ ჩვენთან, რადგან ზაფხულია, ურნა ხშირად ივსება, სუნი დგება და უმჯობესია მისი ოპერატიულად გატანა“.
ირა პერტაია, 62 წლის, ლენინგრადის ქუჩის მცხოვრები: _ „ზუგდიდდასუფთავება“ მაქსიმუმს აკეთებს, იმისათვის, რომ მოსახლეობამ სუფთა გარემოში იცხოვროს. დილაადრიან ვხედავ მათ თანამშრომლებს, როგორი შემართებით მუშაობენ. ჩვენს კორპუსში სამი ნაგვის ურნა დგას, მაგრამ ნაგავი გარეთ ყრია, ეს „ზუგდიდდასუფთავების“ ბრალი არაა, მოსახლეობას მოაქვს სამშენებლო მასალები, რომლებიც ურნაში ვერ ეტევა და ძირს ცვივა, გარდა ამისა, ქარის დროს ნაგავი იფანტება. „ზუგდიდდასუფთავებას“ მინდა თხოვნით მივმართო, სადაც ურნებია განთავსებული, იმ ტერიტორიებზე დააყენონ ვიდეოთვალი, დააწესონ საჯარიმო სანქციები და დროულად მოაგვარონ ეს პრობლემა“.
ხათუნა მალანია, 39 წლის, დიასახლისი, ლომთათიძის I შესახვევის მცხოვრები: _ „სისფთავის მხრივ ჩვენს ქუჩაზე ნორმალური მდგომარეობაა, „ზუგდიდდასუფთავების“ მანქანები კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს მოდიან და გააქვთ ნაგავი. ამ სამსახურის მიმართ მე არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია“.
ელისო თირქია, 49 წლის, დიასახლისი, ლომთათიძის I შესახვევის ქუჩის მცხოვრები: „ჩვენი ქუჩა დიდი ხანია მნიშვნელოვანი რაც პრობლემების წინაშე დგას განათება, გზა და საკანალიზაციო სისტემები არ არის მოწესრიგებული. წვიმიან ამინდში გუბეები დგას, ვერ გაისვლება, აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად განცხადებით მივმართეთ შესაბამის უწყებებს, მაგრამ რეაგირება არავის მოუხდენია. ჩვენ გვინდა შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები მოვიდნენ ჩვენთან და ეს პრობლემა დროულად მოაგვარონ. რაც შეეხება „ზუგდიდდასუფთავებას“ ეს სამსახური დღეს გამართულად მუშაობს. მისაბაძია ყველასთვის „ზუგდიდდასუფთავების“ თანამშრომლები ყოველ სამშაბათს მოდიან და გააქვთ ნაგავი“.
ბესიკ ჯგუშია, 40 წლის ეკონომისტი, ყაზბეგის ქუჩის მცხოვრები: _ „ჩვენს ქუჩაზე 10 ოჯახი ცოხვრობს და ერთი ნაგვის ურნა დგას. ვფიქრობ საკმარისია. გადავსებული არასდროს მინახავს, ჩვენც ვიცავთ სისფთავეს“.
გურამ ფირცხელავა, 76 წლის ინჟინერი, გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრები: _ „გოგებაშვილის 30 ნომერში ვცხოვრობ. ჩვენთან „ზუგდიდდასუფთავების“ მანქანები კვირაში ერთხელ. ყოველ ხუთშაბათს დროულად მოდიან, მინდა, მადლობა ვუთხრა „ზუგდიდდასუფთავების“ თანამშრომლებს ასეთი ეფექტური მუშაობისთვის, ისინი მეხმარებიან ნაგავი დანიშნულ ადგილამდე მივიტანო“.
ნელი ვეკუა, 76 წლის, პენსიონერი, გელა ღურწკაიას ქუჩის მცხოვრები: _ „მე გელა ღურწკაიას ქუჩის მცოხვრები გახლავართ, ჩვენთან დასუფთავების მანქნები ყოველ ხუთშაბათს მოდიან და ნაგავი ქუჩიდან დროულად გააქვთ. ამ სამსახურის მიმართ, მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, პირიქით, მადლობას ვუხდი თითოეულ იქ მომუშავე ადამიანს.“
მზია ანთელავა, 75 წლის, დიასახლისი: _ ჩვენთან სამაიას ბაღთან, ორი დიდი ნაგვის ურნა დგას, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად მოდიან და დროულად გააქვთ ნაგავი“.
 მანონი ჯღამაია, 48 წლის, დიასახლისი: _ „შარტავას ქუჩაზე ვცხოვრობ, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები კვირაში ერთხელ ყოველ ოთხშაბათს მოდიან. მათი მუშაობით მე კმაყოფილი ვარ. ჩვენს ქუჩაზე სისუფთავის მხრივ, კარგი მდგომარეობაა“.
ვენერა ზაქარაია, 75 წლის პენსიონერ: _ „ზუგდიდდასუფთავების მიმართ, ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია, დაკისრებულ საქმიანობას დროულად აგვარებენ, ამის გარდა, ჩვენც ვასუფთავებთ მიმდებარე ტერიტორიებს“.
მზევინარ არქანია, 33 წლის დიასახლისი: _ „ყოველდღიურად ვხედავთ „ზუგდიდდასუფთავების“ თანამშრომლებს, რომლებსაც ნაგავი გააქვთ. ასუფთავებენ ხელით იმ ტერიტორიებს, სადაც ურნის გარეთ ნაგავი მიმოფანტულია, ამის გარდა, ვხედავთ კონტროლიორებს, რომლებიც ინტენსიურად აწარმოებენ შემოვლას. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მათი მომსახურეობით კმაყოფილი ვარ“.
მაკა გამსახურდია, 39 წლის, მედდა: _ „დასუფთავების სამსახური დღეს ეფექტურად მუშაობს, ჩვენს ჩასახლებაში. დასუფთავების მუშსები ყოველდღე მოდიან და ნაგავი დროულად გააქვთ, გადავსებული ურნები არასდროს მინახავს. ჩვენ ჩასახლებაში წყლის პრობლემა გვაქვს, ამბობენ წყლის საქაჩი არისო გაფუჭებული, ვთხოვთ შესბამის უწყებებს დაინტერესდნენ აღნიშნული პრობლემით“.
მაია გვილია, 50 წლის, დიასახლისი: _ „დასუფთავების სამსახური ძალიან კარგად მუშაობს, ყოველ მეორე დღეს გააქვთ ნააგავი. ჩასახლებაში დამლაგებელი არ გვყავს. ჩვენი სურვილია შესაბამისი შტატი შეიქმნას და გამოგვიყონ ერთი დამლაგებელი. აქ 320 ოჯახი ცხოვრობს, ხშირად იყრება ნაგავი, და შესაბამისად დამლაგებელი ყოველთვის გვჭირდება. ჩვენთან ქალაქის მერი ბატონი ირაკლი გოგოხია იმყოფებოდა და გვითხრა, ამხანაგობიდან თქვენ უნდა შეარჩიოთო, მე მაინტერესებს ვის უნდა მივმართო ამ საკითხით.
მზია კაკავა, 60 წლის, დიასახლისი: _ „ქალაქში არ ვიცი, სისუფთავის მხრივ, როგორი მდგომარეობაა, მაგრამ ჩვენთან დევნილთა ჩასახლებაში, კარგად მუშაობენ, დროულად მოდიან. კონტროლიორები მუდმივად ამოწმებენ ტერიტორიებს, კარგის მეტი არაფერი მეთქმის ამ სამსახურის მიმართ“.

                                                                                                                             საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!