- რუსეთში, ქალაქ კემეროვოში, ხანდაზმულთა სახლში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ექვსი პირი.
ორსართულიან შენობას ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. წინასწარ ვერსიად გამათბობელი სისტემის ხარვეზი განიხილება. ცეცხლის ჩაქრობას 80-მდე მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.
გავრცელებული ცნობით, ხანდაზმულთა სახლი არალეგალურად ფუნქციონირებდა. მომხდარის შემდეგ ოლქის გუბერნატორის განკარგულებით, რეგიონის მასშტაბით, ხანდაზმულთა სახლების ინსპექტირება ჩატარდება.
ცნობისთვის, 2018 წელს კემეროვოს დასასვენებელ ცენტრში გაჩენილ ხანძარს 60 ადამიანი, მათ შორის 37 ბავშვი ემსხვერპლა.