ზუგდიდის თემის საკრებულოს წევრმა ,,ქართული ოცნებიდან” კახა მიქაიამ დღეს, საკრებულოს პირველსავე სხდომაზე განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ის არ გაერთიანდება საკრებულოს არცერთ ფრაქციაში, მათ შორის არც ,,ქართულ ოცნებაში”, რომლის მხარდამჭერიცაა, მაგრამ არა წევრი, რომ ის იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი საკრებულოში. კახა მიქაიამ განმარტა, რომ ამ განცხადებას წინასწარ აკეთებს, რადგან ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება საკრებულოს მეორე სხდომას, რომელიც 16 ივლისსაა ჩანიშნული და სადაც განიხილება საკითხები საკრებულოს ფრაქციების შექმნის შესახებ.