კარლ ჰარცელი – შეიძლებოდა, საქართველო უკეთ ყოფილიყო მომზადებული ამ ისტორიული მომენტისთვის


  • საქართველომ წლების განმავლობაში აშკარად დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების გზაზე. ამასთან, შეიძლებოდა, საქართველო უკეთ ყოფილიყო მომზადებული ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ის ემთხვევა დროს, როცა ევროკავშირი მზარდ შეშფოთებას გამოხატავს ქვეყნის ტრაექტორიით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმების შენელებულმა ტემპმა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნა.

„ბოლო წლების განმავლობაში რეფორმების შენელებულმა ტემპმა წარმოქმნა პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ყველა მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს,“- აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ევროკავშირის საჯარო რეაქციები ცნობილია გარკვეულ მოვლენებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა საქართველოში, კითხვები გაჩნდა დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით, 5 ივლისის ძალადობასთან და მის შედეგებთან, ჟურნალისტების და უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების პატივისცემის მიმართულებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!