მოქალაქეთა პეტიცია გზის საფარის მოასფალტებისა და სანიაღვრე არხების მოწყობისთვის


  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოებისა და სამეგრელოს ოფისის ორგანიზებით, 651 მოქალაქე ხელს აწერს პეტიციას და ითხოვს ქალაქ ზუგდიდში დავით ჯიქიას ქუჩასა და შესახვევებში, ასევე ბორჯომის ქუჩის შესახვევეებში გზის საფარის მოასფალტებასა და სანიაღვრე არხების მოწყობას.

გზის საფარი აღნიშნულ ქუჩებზე სრულად ამორტიზებულია, სანიაღვრე არხების არარსებობის გამო კი წვიმიან ამინდში ქუჩა და საცხოვრებელი ეზოები იტბორება.

“მოვუწოდებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარი დაუჭიროს ჩვენ მიერ წარდგენილ პეტიციას, ზუგდიდის მერიამ კი მოიძიოს ყველა საჭირო რესურსი დავით ჯიქიას და ბორჯომის ქუჩის მცხოვრებთა მოთხოვნების უახლოეს მომავალში დასაკმაყოფილებლად”.-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!