“კანფეტების ისტორია“ დადიანების მუზეუმში


  • ICOM/CECA-ის გამარჯვებული საგანმანათლებლო პროექტი “კანფეტების ისტორია“ დადიანების მუზეუმში განახლდა.

პროგრამა წარმოადგენს საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ პროექტს.

პროგრამის მიზანია: ბავშვებისთვის მუზეუმის ისტორიის გაცნობა, მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება და ხელსაქმესთან უშუალო კონტაქტი.

პროგრამა განკუთვნილია საბავშვო ბაღის უფროსი ასაკის ჯგუფებისთვის, I-VI კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის.

იხილეთ პროგრამის აქტივობები:

  • მუზეუმის დათვალიერება გიდის თანხლებით.
  • თეორიული ნაწილი – კანფეტების ისტორიის აღმოჩენა და საინტერესო ვიდეოს ჩვენება.
  • პრაქტიკული ნაწილი – ბავშვები საკუთარი დიზაინით შეფუთავენ ტკბილეულს.

ჯგუფის მოცულობა: 15-30 ბავშვი.

ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.

ღირებულება: 7 ლარი (პედაგოგისთვის უფასოდ)

დრო: ოთხშაბათიდან კვირის ჩათვლით, 10:00-18:00

რეგისტრაცია სავალდებულოა!

დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 28 76 76.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 × one =

Akismet ანტისპამი