ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრმა ანა წითლიძემ დევნილი, სოციალურად დაუცველი მოქალაქის ბადრი ზაქარაიას მიერ შემოსული განცხდების საფუძველზე, ბრიფინგი გამართა. საქმე ეხება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მინიჭებულ სააპლიკაციო ქულას.მოქალაქემ რვა ნახევარი ქულა მიიღო, გაურკვევლობაშია და უნდობლობას უცხადებს დევნილთა სამმართველოს.
წითლიძის განცხადებით, „ბოლო დროს განსაკუთრებული სიხშირით შემოდის განცხადება დევნილების მხრიდან, რომლებიც ითხოვენ, რომ მათ დავეხმაროთ დევნილთა სამმართველოსთან შუამდგომლობაში. ბევრი კითხვის ნიშანია იმასთან დაკავსირებით, როგორ ნაწილდება ბინები ზუგდიდში.” მისი თქმით, ძალიან ხშირად უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი დევნილები ვერ იღებენ ისეთ ქულებს, რომ მათთან მივიდეს სახელმწიფო კომისია და შემდეგ, მოხდეს მათი ბინით დაკმაყოფიილება. დეპუტატი მოუწოდებს კომპეტენტურ ორგანოებს დაინტერესდნენ ამ მოქალაქეების პრობლემებით.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=6nqL83Xercc[/embedyt]
მოქალაქე ბადრი ზაქარაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ქირიას ქუჩაზე, ქირით ორი წელია მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, მძიმე პირობებში ცხოვრობს. მისი თქმით, დევნილთა მონიტორინგის ჯგუფი მათთან საცხოვრებელი პირობების გადასამოწმებლად არ მისულა. იძულებით გადაადგილებული პირი უნდობლობას უცხადებს დღევანდელ ხელისუფლებას და კომისიას. ის ამბობს, რომ დევნილთა სამმართველოს რამდენჯერმე მიმართა თხოვნით კომისიის გამოყოფის თაობაზე, მაგრამ არ მისულან. მოქალაქის თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ იქნება შესრულებული, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=CZP7DdvjHsQ[/embedyt]
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელმა მანუჩარ ჩილაჩავამ განაცხადა: “ზაქარაიას ოჯახს დევნილთა სამინისტრო უხდის ქირას. ამ ეტაპზე, ის არის ოროთახიანი ბინის კანდიდატი. 8,5 ქულაზე, ამ ეტაპზე ჩვენი კომისია არ დადიოდა. მაგრამ, როცა პირველი ეტაპი მორჩება, ქულები დაიხვეწება, შეიძლება ქულების რაოდენობამ ჩამოიწიოს ქვემოთ. ამის შემდეგ რეალური კანდიდატია, რომ კომისია მივიდეს. ამ მონიტორინგით და კომისიით, ეს ბინები არ განაწილდება. თუ ქულების ზღვარმა 8,5 ზე ჩამოიწია, ოჯახთან აუცილებლად მივლენ. მანამდე, ჩვენს კომისიას იურიდიული უფლება არ აქვს, რომ მათთან მივიდნენ”.