სასწრაფოდ რეაგირებისთვის!-მოშიმშილე ქობალია დღეს თავის დაწვით იმუქრება


დღეს, მოშიმშილე ტარიელ ქობალია დაუკავშირდა “ზუგდიდელებს” და შეატყობინა, რომ დღესვე უნდა იყოს ცნობილი  პასუხი დევნილთა და განსახლების სამინისტროსგან კომისიის გამოყოფის თაობაზე,  თუარადა  მოშიმშილე მამაკაცის თქმით, ის დღეს აპირებს დევნილთა სამმართველოს შენობასთა თავის დაწვას.

აჭარისა და სამეგრელო- ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელი მანუჩარ ჩილაჩავა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ასევე არ პასუხობს ჩვენს ზარებს  დევნილთა სამინისტროს პრესსამსახური.

რაიონულ საავადმყოფოში განსახლებული დევნილები თხუთმეტი დღეა შიმშილობენ. თავიდან ხუთი ადამიანი შიმშილობდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, გამო ამჟამად მხოლოდ ორი იძულებით გადაადგილებული პირი შიმშილობს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!