იძულებით გადაადგილებული პირების გარკვეული კატეგორია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ იძულებით გადაადგილებული პირების გარკვეული კატეგორია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბარია 5-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე.

“დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, იძულებით გადაადგილებული პირების ქონების გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია 5- ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. ეს არის მცირედი, მაგრამ მაინც ხელშეწყობა ჩვენი ლტოლვილების, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი”, – განაცხადა გახარიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

16 + three =

Akismet ანტისპამი