წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ბიბლიოთეკაში


  • წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში.

სხვადასხვა ორგანიზაციებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, ზუგდიდდასუფთავებას, თიბისისა და საქართველოს ბანკებს და სხვა დაწესებულებებს ესტუმრნენ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორთან მადონა მაქაცარიასთან ერთად, საბავშვო განყოფილების მკითხველთა კლუბის წევრები, ბიბლიოთეკის თანამშრომლები და წააკითხეს ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები ორგანიზაციების თანამშრომლებს.

ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში მკითხველები შეხვდნენ ადგილობრივ ავტორებს: ედემ კვირტიას, ნიკა ლაშხიას, მონიკა ბულიას, კონსტანტინე ჭილაიას, რომლებმაც თავიანთი შემოქმედება გააცნეს აუდიტორიას, ასევე, ახალგაზრდა მკითხველებმა და ბიბლიოთეკარებმა წაიკითხეს ნაწყვეტები თავიანთი საყვარელი ნაწარმოებებიდან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!