“იცოდე შენი კუთხის ისტორია”


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე -ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, მხარეთმცოდნეობის კლუბმა ჩაატარა ვიქტორინა-კონკურსი “იცოდე შენი კუთხის ისტორია”. მხარეთცოდნეობის კლუბის კოორდინატორმა თეონა ხუბულავამ “ზუგდიდელებთან” აღნიშნა, რომ დღეს პირველი ტური ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ათმა საჯარო სკოლამ. “პროექტი მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და დიდ ინტერესს იწვევს მოსწავლეებში. მოსწავლეები თავისუფალ დროს კითხულობენ წიგნებს, იღრმავებენ ცოდნას და მისასალმებელია, ის ფაქტიც, რომ ისტორიას დიდი ყურადღებით ეკიდებიან, მთავარია ყველა ქართველმა იცოდეს თავისი კუთხის ისტორია. ყველას ვუსურვებ წარმატებებს.”

ვიქტორინა-კონკურსის მიზანია სამეგრელოს წარსულში მოგზაურობა. ეთნიკური და კულტურული ფასეულობების პატივისცემა და პოპულარიზაცია, მოზარდებში მშობლიურ კუთხის ისტორიის  ცოდნის ამაღლება, საქართველოს ფორმირებაში სამეგრელოს მნიშვნელოვანი როლის გაცნობიერება.

ვიქტორინა-კონკურსის გამარჯვებული მესამე ფინალურ ტურში გამოვლინდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!